სერვისები
ფედერაცია საკუთარ საწარმოებს სთავაზობს სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებას:
ადვოკატირება
ფედერაციას საკუთარი წევრების ხმა მიაქვს საჯარო, კერძო და სამომხმარებლო სექტორთან, რათა ხელი შეუწყოს ქართული კეთილსინდისიერი სამეწარმეო პრაქტიკის განვითარებას დარგის განვითარების პარალელურად.
ბუღალტრული მომსახურება
გამართული ბუღალტერია ნემისმიერი მცირე და საშუალო საწარმოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფედერაციის დახმარებით წევრი საწარმოები ეცნობიან ბუღალტრულ პრინციპებსა და ანგარიშგების მეთოდებს პრაქტიკაში.
შრომის უსაფრთხოება
ფედერაციის ინიციატივით წევრი საწარმოები იღებენ საკონსულტაციო მომახურებას შრომის უსაფრთხოების პრინციპების საწარმოში დანერგვისა და მდგრადი მართვის მიზნით.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა ფედერაციის პრიორიტეტია. ამისათვის ის ეხმარება წევრებს დანერგონ HACCP სტანდარტი და საწარმო მოიყვანონ უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში.
მარკეტინგული მხარდაჭერა
ფედერაცია აქტიურადაა ჩართული მარკეტინგულ ღონისძიებებში საკუთარი საწარმოების ცნობადობის გაზრდის მიზნით. გამოფენებსა და გაყიდვებზე მონაწილეობის ორგანიზების გარდა, ის ეხმარება საწარმოებს მაღაზიების გაფორმებასა და პროდუქციის ეტიკეტირებაში.
გარემოს დაცვა
გარემოსდაცვითი დაგეგმარება და სწორი მართვა ნებისმიერი საწარმოსთვის აუცილებელია. ფედერაციის მხარდაჭერით წევრ საწარმოებს შეუძლიათ საკონსულტაციო სერვისით სარგებლობა საკანონმდებლო ნორმებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად და წარმოებაში გასათვალისწინებლად.