ადვოკატირება
ნედლი რძის/რძის პროდუქტების მწარმოებელთა ადვოკატირება საქართველოს რძის ნიშნის ფედერაციის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა. სტრატეგიული ინიციატივებისა და ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ სამართლიანი კონკურენციის გარემოს შექმნას. გვინდა გავაძლიეროთ რძის ინდუსტრია, დავიცვათ რძის გადამამუშავებელი საწარმოების გავლით იმ ფერმერებთა ინტერესები რომლებიც ყოველდღიურად აბარებენ რძეს საწარმოებს, ამით კი ქმნიან დოვლათს და შეაქვთ წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. რძის საწარმოების კონკურენტუნარიან გარემოში მოშაობა პირდაპირ აისახება ფერმერების მდგრად და მზარდ შემოსავალზე, სოფლის/თემის გაძლიერებაზე და ხარისხიან პროდუქციის წარმოებაზე.
შემოგვიერთდით ცვლილებების, ადვოკატირებისა და სექტორის თითოეული რგოლის გაძლიერების პროცესში.
არაჯანსაღი კონკურენცია
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რძის ფხვნილის გამოყენება წარმოებაში. ამის მთავარი მიზეზია წარმოების დაბალი დანახარჯები, რაც განაპირობებს მსგავსი პროდუქტის სიიაფეს და მიმზიდველს ხდის მას მომხმარებლისთვის. თუმცა, ყველა მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს, რომ გაყიდვის ობიექტში წარმოდგენილი პროდუქტი რძის ფხვნილისგან არის წარმოებული. ფედერაციის წევრები აქტიურად თანამშრომლობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და მუდმივი კავშირი აქვთ საკუთარ მომხმარებლებთან, რათა უფრო ნათელი გახადონ ეტიკეტირების აუცილებლობა საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
შემოგვიერთდით, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია!
სამართლიანი სავაჭრო პრაქტიკა სუპერმარკეტებსა და მიმწოდებლებს შორის
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბაზარი გაიზარდა და აშკარა გახდა ძალაუფლების მნიშვნელოვანი დისბალანსი სუპერმარკეტებსა და რძის საწარმოებს შორის. სუპერმარკეტებში, მცირე მაღაზიებში, ბაზრებზე, HoReCa და სხვა ობიექტებზე გაყიდვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, რძის საწარმოებს უწევთ გაუმკლავდნენ ვაჭრობის არასტაბილურ და არასამართლიან პირობებს. ეს მოიცავს დაგვიანებულ ან არასრულ გადახდებს გაყიდვის ობიექტების მხრიდან, შესვლის მაღალ საკომისიოს, „რეტრო ბონუსს“, მოულოდნელად დაწესებულ გადასახადებს, დამატებით ჯარიმებს და ზოგადად გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობას. ეს ყველაფერი ქმნის ლიკვიდური ფულადი სახსრების დეფიციტს მწარმოებლებისთვის, გრძელვადიან პერიოდში კი შესაძლოა გაკოტრების წინაშეც დააყენოს კომპანია. შედეგად ზარალი ადგება როგორც საწარმოს, ასევე სოფლად/თემში მაცხოვრებელ ფერმერებს, რომლებისგანაც საწარმო ყოვედღიურად ყიდულობს რძეს. ფედერაციის წევრ მეწარმეებს საკუთარი ერთიანობით შეუძლიათ დაეხმარონ სხვა მწარმოებლებს ამ საკითხის ადვოკატირებაში.