top of page

მისია

ქართული რძის ნიშნის ფედერაცია აერთიანებს  მწარმოებლებს, რომლებიც ქართული რძისგან ამზადებენ პროდუქციას. ჩვენი წევრი საწარმოები სოფლად მცხოვრები მეცხოველე ფერმერებისგან აგროვებენ ნედლ რძეს და სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის  წესების დაცვით წარმოებულ უმაღლესი ხარისხის რძის პროდუქტებს აწვდიან მომხმარებელს.


საწარმოები რძეს 13 000 ადგილობრივი ფერმერისგან იღებენ, ხოლო რძის გაყიდვით მიღებული თანხა ამ ფერმერების შემოსავლის ძირითადი წყაროა, რომელიც ისევ საკუთარი წარმოების გაუმჯობესებას, საქონლისა და საწველი აპარატების შეძენას, საქონლის სადგომის გამართვას,  ბავშვების, ახალგაზრდების სწავლას და ოჯახების გაძიერებას ხმარდება. ფედერაციის წევრები ქმნიან სამართლიან, ეკონომიკურად სტაბილურ და ჯანსაღ გარემოს სოფლად მცხოვრები ფერმერებისა და მათი ოჯახებისთვის.


ფედერაციის წევრი საწარმოების უმეტესობა ქართული რძის ნიშნის მფლობელია. ნიშანი თავისთავად არის ხარისხის უზრუნველყოფის მაჩვენებელი დამატებითი ღირებულების შესაქმნელად, რაც გარანტიას იძლევა, რომ ნიშნის მქონე პროდუქტები დამზადებულია ქართული ნატურალური ნედლი რძისგან, რომელიც არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან მცემარეულ ცხიმებს, იწარმოება HACCP-ით სერტიფიცირებულ რძის საწარმოებში საძოვარზე მკვებავი პირუტყვისგან.

შემოგვიერთდით! ფედერაციის მეშვეობით ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ხარისხი, კეთილსინდისიერება, სანდოობა და  სოფლად მცხოვრები მოსახლების გაძლიერება  პრიორიტეტულია.

georgian_milk (2).png

გაიგე მეტი ქართული რძის ნიშანზე

bottom of page