top of page

GMM საწარმოების შესახებ

"ქართული რძე" არის რძის პროდუქტების განმასხვავებელი ნიშანი და მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ ნედლი რძით. ნიშნის მიზანია ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს  ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას. ნიშნის გამოყენება შეუძლიათ იმ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას მხოლოდ ნედლი რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს. 2019 წლიდან ნიშანი მინიჭებული აქვს 25 საწარმოს სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტს, რომელთა შეძენაც შესაძლებელია ქსელურ სუპერმარკეტებსა და უბნის მაღაზიებში.  

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ქართული რძის ნიშანს. საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს აუდიტს საწარმოებში, რათა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ნიშნის გამოყენების კრიტერიუმებს და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭებაზე. ინსტიტუტი ადმინისტრირებას უწევს ქართული რძის ნიშნის ვებგვერდს, ქმნის რძის გადამამუშავებელი საწარმოების მონაცემთა ბაზას, რომელიც აიტვირთება ვებგვერდზე, და ლობირებას გაუწევს რძის მეწარმეებს მათთვის საჭირო და  მნიშვნელოვან საკითხებზე.

ნიშნის მისაღებად:

  • საწარმო უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეესტრში

  • საწარმოს უნდა ჰქონდეს აღიარება სურსათის ეროვნული სააგენტოს  მიერ

  • საწარმოს უნდა ჰქონდეს დანერგილი ან დანერგვის ეტაპზე უნდა იყოს  HACCP

  • საწარმო უნდა იყოს მოქმედი და აწარმოებდეს პროდუქციას განაცხადის წარდგენის დროს

  • საწარმოს უნდა ჰქონდეს რძის სექტორში მუშაობის მინიმუმ სამთვიანი გამოცდილება

  • საწარმო უნდა აწარმოებდეს პროდუქციას იმ ნედლი რძით, რომელსაც აგროვებს ფერმერებისგან, რომელთა საქონელი თავისუფლად ძოვს საძოვრებზე წელიწადში მინიმუმ ექვსი თვე, ხოლო ზამთრის საკვების ძირითადი ნაწილი ბალახზე დამზადებული საკვებს წარმოადგენს

  • რძის პროდუტები არ უნდა შეიცავდეს რძის ფხვნილს ან მცენარეულ ცხიმს

bottom of page