top of page
შეხვედრა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან
June 13, 2024

8 მაისს ქართული რძის ნიშნის ფედერაციის შეხვედრა დაიგეგმა
13 ივნისს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უმასპინძლა რძის სექტორში მომუშავე მწარმოებლებსა და ასოციაციებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული რძის ნიშნის ფედერაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა რძის სექტორში არსებული გამოწვევები და გაიმართა მსჯელობა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე. ყურადღება გამახვილდა არარეგისტრირებულ, გაუკონტროლებელ ბაზარზე და რძის ფხვნილის მზარდ იმპორტზე, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ლეგალურად მოქმედ საწარმოებს და ქმნის არაჯანსაღ კონკურენციას. კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა აღნიშნულ გამოწვევებთან საბრძოლველად უმნიშვნელოვანესია. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები და დისკუსიის განსხვავებულ ფორმატში გადატანა.
bottom of page