top of page

სურსათის ეროვნულ სააგენტოში „ქართული რძის ნიშნის ფედერაციის“ წევრ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

July 7, 2025

ქართული რძის ნიშნის ფედერაციის წევრი კომპანიების შეხვედრა სურსათის ეროვნულ სააგენტოში

შეხვედრა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ქართული რძის ნიშნის ფედერაციის წევრ კომპანიებს შორის დიალოგის ფორმატში წარიმართა. აღინიშნა,  რომ  ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება  არალეგალური  რძის გადამამუშავებელი წარმოებები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ  სურსათის უვნებლობის სტანდარტებს არ იცავენ, ასევე არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან  რეგისტრირებული ბიზნესოპერატორებისათვის. 


შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. ვასილ კვერნაძემ ხაზი გაუსვა სააგენტოს მზაობას, ითანამშრომლოს ბიზნესსექტორთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას. აქვე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ 30  არარეგისტრირებული  საწარმოა გამოვლენილი. 


Կապվեք մեզ հետ:

+995 599 87 88 72

geomilkfederation@gmail.com

Սբ. Թբիլիսի, Շարտավայի փող. 34

Ընկերացիր մեզ հետ։

  • facebook
  • youtube
  • Instagram

© Վրաստանի կաթի մակնշման ֆեդերացիա

bottom of page